ჩვენ შესახებ

მიზანი, რომელსაც ერთად ვემსახურებით

გვჯერა, რომ წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგზურია. შენი დახმარებით ამ იდეის გავრცელება შეგვიძლია.

საიდან იწყება წიგნის თავგადასავალი?

ყველა ადამიანს თავისი მისია აქვს. მთავარია, იპოვო ის და მთელი ცხოვრება ერთგულად ემსახურო. ასე გაჩნდა BookBridge – შესაძლებლობა, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების სკოლის მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობასა და მათ განვითარებას ემსახურება.

ყველა ჩვენგანის თაროზე მოიძებნება წიგნი, რომელიც დიდი ხანია, აღარ გადაგვიშლია და ახალ მკითხველს ელოდება. წიგნების დონორებს აქვთ შესაძლებლობა, ისინი ბავშვებს გაუზიარონ.

წიგნის დონორი ხდება ხიდი, რომელიც ქალაქსა და მთას ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენ ერთად ვაგროვებთ და ვგზავნით წიგნებს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.

საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ

თითოეული გაზიარებული წიგნი მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობაა.

0

შეგროვებული წიგნი

წიგნები, რომლებიც ახალი თავგადასავლის ნაწილად იქცა

10+

სკოლა

საჯარო სკოლები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

20+

მოხალისე წიგნის დონორი

ადამიანები, რომლებიც ამ ამბის მთავარი გმირები არიან

1+

რეგიონი

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები

ჩვენი ღირებულებები

პრინციპები, რომლებსაც ეყრდნობა თითოეული ნაბიჯი და პროექტი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში

ხელმისაწვდომობა

ჩვენი მთავარი მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში წიგნების მიწოდებით, ხელი შევუწყოთ მოსწავლეებისთვის განათლებაზე თანაბარი წვდომისა და შესაძლებლობების შექმნას.

ერთგულება

მიზნისადმი ერთგულება გვიბიძგებს, დაწყებული საქმე ხანგრძლივად და ხარისხიანად გავაგრძელოთ.

გამჭვირვალობა

წიგნის დონორებსა და დაინტერესებულ პირებს აქვთ სრული წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე, მათ შორის, წიგნის ადგილსამყოფელზე, რაოდენობასა და სკოლების ბიბლიოთეკებზე.

მოხალისეობა და სოლიდარობა

ვაკავშირებთ ქალაქსა და მაღალმთიან რეგიონებს ერთმანეთთან. პარტნიორი ობიექტი არის ადგილი, სადაც წიგნები გროვდება და ერთობლივი ძალისხმევით მთის რეგიონის სკოლებამდე საინტერესო თავგადასავალს გადის.

ჩვენი გუნდი

გუნდი, რომელიც BookBridge-ს ქმნის

ადამიანები, რომლებიც ამ ისტორიას თქვენთან ერთად ჰყვებიან

დემი ელბაქიძე

დემი ელბაქიძე

დამფუძნებელი

ნია ღლონტი

ნია ღლონტი

დამფუძნებელი

გურამ მარგალიტაძე

გურამ მარგალიტაძე

დამფუძნებელი