
აღმოაჩინე მაღალმთიანი სკოლა
აირჩიე რუკაზე სკოლა და გახდი მათი წიგნების დონორი. თითოეულს სასურველი წიგნების სია უკვე აქვს.
- მოძებნე სკოლა რეგიონის ან მუნიციპალიტეტის მიხედვით
- შეამოწმე, რომელი წიგნები სჭირდებათ ყველაზე მეტად

როგორ მუშაობს?
წიგნის ჩუქება მარტივია, მისი გზა კი მთის სკოლამდე ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. გაიგე, როგორ აღწევს შენი წვლილი მოსწავლეებამდე.

აირჩიე რუკაზე სკოლა და გახდი მათი წიგნების დონორი. თითოეულს სასურველი წიგნების სია უკვე აქვს.

გვჯერა, რომ ყველა წიგნი კარგ მფლობელს იმსახურებს. შეარჩიე ამბავი, რომელიც ბევრმა მკითხველმა უნდა აღმოაჩინოს. ამაში სკოლის მოსწავლეების სასურველი წიგნების სია დაგეხმარება.

თუ თაროზე ის განსაკუთრებული წიგნი დაინახე, რომელიც თავგადასავლის ნაწილად გინდა, იქცეს, მიიტანე პარტნიორ ობიექტში.
თითოეული წიგნი დიდ და საინტერესო გზას გადის, რათა მაღალმთიანი რეგიონის სკოლამდე მიაღწიოს.

შეარჩიე წიგნები, რომლებსაც ახალ მკითხველებს გაუზიარებ

ჩააბარე წიგნები შენთან ყველაზე ახლოს მდებარე პარტნიორ ობიექტში

ჩვენ შენს წიგნებს ადრესატამდე უსაფრთხოდ მივიტანთ

სწორედ აქ იწყება წიგნის ახალი თავგადასავალი
წიგნების რაოდენობა შეზღუდული არ არის. მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ამბის გაზიარება გსურს ახალი მკითხველისთვის.
რა თქმა უნდა, არა. მთავარი იდეა მოსწავლეებისთვის შენი საყვარელი ამბის გაზიარებაა. საკმარისია, ის კარგ მდგომარეობაში იყოს, რათა ახალ მკითხველამდე უვნებლად მივიდეს.
თითოეულ დონაციას სპეციალური კოდი ენიჭება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩვენს სოციალურ ქსელებშიც ნახავ.
რა თქმა უნდა, რუკაზე სასურველი სკოლის არჩევა და წიგნების სიის ნახვა მარტივად შეგიძლია.
შეავსე განაცხადი ჩვენს საიტზე და მიჰყევი ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ.
რა თქმა უნდა. ბავშვებს ადაპტირებული უცხოენოვანი ლიტერატურა განსაკუთრებით მოსწონთ.
წიგნების დონაცია პარტნიორი კომპანიების ობიექტებში შეგიძლია. იხილე სია და აარჩიე ყველაზე ახლოს მდებარე პარტნიორი ობიექტი
იხილე პარტნიორების სია