
სკოლის ბიბლიოთეკის დანიშნულება
სკოლის ბიბლიოთეკა ბევრი ადამიანისთვის ძველი თაროებზე განთავსებულ მტვრიან წიგნებთან ასოცირდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც ნისლი და წვიმიანი ამინდები ჩვეულებრივი მოვლენაა, წიგნის დონორებს შეუძლიათ, მოსწავლეებს ახალი შესაძლებლობა შეუქმნან. დარწმუნებული ვართ, რომ აქ დაარსებული წიგნის კლუბი ახალგაზრდების მთავარ გატაცებად იქცევა.
მიუხედავად მკაცრი კლიმატისა და ხშირი წვიმებისა, ისინი კვირაში ერთხელ შეიკრიბებიან, წინასწარ შეარჩევენ ერთ კონკრეტულ წიგნს, ყურადღებით წაიკითხავენ და შემდეგ შეხვედრაზე მასზე იმჯელებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს გაუზიარებენ და ამგვარად, ახალი სოციალური ურთიერთობების გაღვივებასაც შეეწყობა ხელი.
წიგნის დონორების მთავარი მისია სკოლებისთვის წიგნების შეგროვებაა, რათა ამ მხარდაჭერამ კლუბის წევრებს ახალი თავგადასავლები აღმოაჩენინოს. როგორც გურამ დოჩანაშვილს, ჩვენც გვჯერა, რომ წიგნის პირველად წაკითხვის ბედნიერება შეუფასებელი გრძნობაა. ამის მრავალჯერ გამოცდას ყველა მოსწავლე იმსახურებს.