
სკოლის ბიბლიოთეკის დანიშნულება
სკოლის ბიბლიოთეკა ბევრი ადამიანისთვის ძველი თაროებზე განთავსებულ მტვრიან წიგნებთან ასოცირდება.

სკოლებში წიგნებით სავსე თაროების გამოჩენა ადგილობრივ ბიბლიოთეკებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნის, ამ პროცესში კი მთავარ როლს წიგნის დონორები და მოხალისეები ასრულებენ.
მასწავლებლებისთვისაც ეს პროცესი საგანმანათლებლო სივრცეში მოსწავლეების ინტეგრირებასა და მათ საინტერესო აქტივობებში ჩართვას გულისხმობს. ამ დროს ბავშვების მოტივაცია, გაიგონ რაღაც ახალი, გულწრფელი და შეუფასებელია.
გვჯერა, რომ ასე წიგნის სიყვარულს ვავრცელებთ. ბიბლიოთეკის თაროებზე განთავსებული მრავალფეროვანი ლიტერატურა პატარებს საშუალებას აძლევს, ზამთრის ცივი დღეები საინტერესო მოგზაურობად აქციონ და სკოლის მყუდრო კედლებში მთელი მსოფლიო აღმოაჩინონ.