სკოლის ბიბლიოთეკის დანიშნულება

5 ივნისი, 2026

სკოლის ბიბლიოთეკა ბევრი ადამიანისთვის ძველი თაროებზე განთავსებულ მტვრიან წიგნებთან ასოცირდება.

ათობით კვლევა გვიჩვენებს, რომ კარგად აღჭურვილი სკოლის ბიბლიოთეკა, სადაც კვალიფიციური თანამშრომელი მუშაობს, მოსწავლეების სწავლის შედეგებზე მოქმედებს. ეს წაკითხულის გააზრებაში, სტანდარტიზებულ ტესტებში მიღებულ ქულებსა და ზოგადად, სწავლისადმი დამოკიდებულებაში გამოიხატება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, სადაც ამგვარი სისტემა მოქმედებდა, მოსწავლეების დაახლოებით 8%-ით მეტს ჰქონდა გაუმჯობესებული შედეგები კითხვაში.

ინტერნეტის ეპოქაში ბიბლიოთეკის საჭიროებაზე კამათი ხშირია. სწორედ აქ ჩნდება პრობლემა – ინტერნეტი ინფორმაციას გვაძლევს, შემდეგი ეტაპი კი ამ ინფორმაციის სწორი გადამუშავებაა. ეს ორი სრულიად განსხვავებული პროცესია. ამასთან, მათთვის, ვინც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს, ზამთრის ცივ დღეებში ინტერნეტი ფუფუნებაა, რადგან ელექტროენერგია სოფლებს სათანადოდ ვერ მიეწოდება და ამასთან, ყველას არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა.

სკოლის ბიბლიოთეკა ამ დროს ერთადერთი სწორი გამოსავალია. ის მოსწავლეებს კვლევის მეთოდოლოგიასა და კითხვების სწორად დასმას, ასევე კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის.

კიდევ ერთი ასპექტია ის, რომ ბიბლიოთეკა ხშირად ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს წიგნებზე ფართო წვდომა აქვთ. ეს განსაკუთრებით ეხება იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახებიც წიგნების შეძენას ვერ ახერხებენ. კვლევები ადასტურებს, რომ მათ, ვისაც ბიბლიოთეკის მეშვეობით მრავალფეროვან ლიტერატურაზე წვდომა ჰქონდათ, კითხვის შედეგები გაცილებით სწრაფად გაუუმჯობესდათ.

ამდენად, ბიბლიოთეკა ის ადგილია, სადაც მოსწავლე ბევრი მიმართულებით ვითარდება. შეიძლება ითქვას, ეს სკოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო სივრცეა.

გახდი წიგნის დონორი და დაგვეხმარე მაღალმთიანი სკოლების წიგნებით მომარაგებაში.

გაზიარება